ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“Mart lah shen ak har?” - ქართული ტექსტის ტრნასლიტერაცია ჰოლივუდისთვის


ფილმ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" სცენარის ფრაგმენტი
ფილმ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" სცენარის ფრაგმენტი

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს” ეს არის ფილმი, რომელიც 1952 წელს ჰოლივუდში, ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯორჯ პაპაშვილისა და მისი მეუღლის, ჰელენ პაპაშვილი-უეიტის წიგნის მიხედვით გადაიღეს.

ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილები
ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილები

პაპაშვილების წიგნის ეკრანიზაცია, რეჟისორ ჯორჯ სიტონს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებს კონსულტაციას თავად პაპაშვილი უწევდა.

საქმე ისაა, რომ ფილმი გაჯერებულია ქართული დიალოგებითა და სიმღერებით. ქართველი იმიგრანტების როლებს კი ჰოლივუდის იმჟამინდელი ვარსკვლავები ასრულებენ. ბუნებრივია, მათთვის ქართული სიტყვების გამოთქმა რთული იქნებოდა. ამიტომ მსახიობებისთვის, ქართული ტექსტების, ინგლისურ ტრანსლიტერაციას აკეთებდნენ.

მაგალითად, -

ფილმ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" სცენარის ფრაგმენტი
ფილმ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" სცენარის ფრაგმენტი

“Kart wele / vwen me / ah res / ak har? Kar too lat / vwen me / lah pah rah kops /ak ah?”

“ქართველი, ვინმე არის აქ? ქართულად ვინმე ლაპარაკობს აქ?”

“Any Georgians here? Anybody speaking Georgian?”

გიორგი პაპაშვილის ხელნაწერი
გიორგი პაპაშვილის ხელნაწერი

სცენარის ფრაგმენტის ციფრული ვერსია, “ამერიკის ხმას”, ლინდერმანის ბიბლიოთეკამ გადასცა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის სპეციალურ კოლექციებში ინახება, ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების პირადი არქივი. არქივში ინახება, ჯორჯ პაპაშვილის ხელნაწერებიც. როგორც აღმოჩნდა, პაპაშვილი ფილმისთვის, ქართული სიმღერის ტექსტებს ჯერ ქართულად წერდა, შემდეგ კი ტექსტის ინგლისურ ტრანსლიტერაციას აკეთებდა.

ნაწყვეტი ფილმიდან "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

ჰოლივუდურ ფილმში, ისმის სულიკო, - ჯორჯ პაპაშვილის პროტოტიპი ამბობს, რომ ამ სიმღერას ქართველები სხვადასხვაგვარად ასრულებენ, მათი ემოციური მდგომარეობის მიხედვით, - ბედნიერები არიან ისინი, თუ სევდიანები.

ჰოლივუდის მსახიობები "სულიკოს" ასრულებენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილებმა, წიგნი “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, თანაავტორობით, 1945 წელს დაწერეს და პირველივე გამოცემიდან ბესტსელერად იქცა. მას შემდეგ, არაერთხელ გამოიცა და 15 მდე უცხო ენაზე ითარგმნა. წიგნის სიუჟეტი, ჯორჯის იმიგრანტულ გამოცდილებაზეა აგებული. ასევე ვითარდება ფილმის სიუჟეტიც, თუმცა, რასაკვირველია, სცენარი პაპაშვილების რეალური ცხოვრებისგან განსხვავდება.

ფილმში ჯორჯის გმირი, ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე ეძებს ძია ვანოს, რომელსაც აქ რესტორანი “Kazbek” ჰქონდა გახსნილი. პარალერულად, ის ხვდება ჰელენს. ფილმში კარგად ჩანს იმჟამინდელი ქართული იმიგრაცია, - სირთულეები, ნოსტალგია, წარმატება.

ნაწყვეტი ფილმიდან "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

სიტონის ეკრანიზაციაში, ჯორჯი და ჰელენი, კალიფორნიაში ფორთოხლის პლანტაციეებს აშენებენ და იქ იწყებენ ცხოვრებას. რეალურად კი, ჯორჯმა და ჰელენმა, ფერმა პენსილვანიაში შეიძინეს და “ერთობა” დაარქვეს. ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, ჰელენი კი 1996 წელს. ორივე მათგანი “ერთობაშია” დაკრძალული.

ჰოლივუდის მსახიობების შესრულებული - ალავერდი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:23 0:00

“ამერიკის ხმა” ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების შესახებ, ახალი პროექტის ფარგლებში გიამობობთ. დოკუმენტური მიკრო ფილმების ციკლის მეორე ეპიზოდი, სწორედ ჯორჯ პაპაშვილის შესახებაა მომზდებული.

XS
SM
MD
LG