შეერთებული შტატები გმობს ორშაბათს ერაყში მომხდარ აფეთქებებს, რომელთა შედეგადაც 46 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, დაჯგუფება აცხადებს, რომ აფეთქებების სამიზნე შიიტები იყვნენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯონ კირბი თავდასხმებს “ტერორიზმის ბარბაროსულ აქტს” უწოდებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ერაყის ჯარების დახმარებას დაჯგუფების დასამარცხებად.