ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ანკარას აკრიტიკებს 


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა რამდენიმე საკითხში ისევ დაძაბულია. ერთ-ერთი ბოლო მიზეზი ანკარის გადაწყვეტილებაა, მიეყიდა უპილოტო საფრენი აპარატები ეთიოპიისთვის, სადაც მთავრობა დრონებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ თურქეთის ქმედება ჰუმანიტარულ პრობლემებს იწვევს და ეწინააღმდეგება ამერიკის პოზიციას, რაც ადის-აბებისთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხება.

უკვე ერთი წელია ეთიოპიაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტია ეთიოპიის მთავრობასა და ჩრდილოეთ ტიგრეის რეგიონის ხელმძღვანელებს შორის. დაძაბულობა იმდენად მასშტაბურია, რომ ის აფრიკაში ყველაზე სისხლიან კონფლიქტებს შორის მოხვდა.

ომის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და დევნილობაში წასულიყო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, ანკარას მათი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააცნეს. ნედ პრაისის განცხადებით, თურქეთის ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფრიკის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეფრი ფელტმანმა, ანკარას ამერიკის პოზიცია დეტალურად გააცნო და აღნიშნა, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“.

მკვლელი რობოტები - საფრთხე კაცობრიობისთვის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

თურქეთში ამბობენ, რომ მათთვის ამერიკის მთავრობის შეშფოთება ცნობილია, თუმცა ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათი ქმედებები დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ანკარა მზადყოფნას გამოთქვამს, ეთიოპიაში მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავალი იყოს და გადამწვყეტი როლი შეიტანოს სამშვიდობო შეთანხმებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეთიოპიისთვის სამხედრო შეიარაღების პროდუქტების ექსპორტი 2021 წლის მაისში შეაჩერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG