ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძირითადი და "ბუსტერი" ვაქცინების შერწყმის პრაქტიკა


მას შემდეგ, რაც მარაგის მიწოდების შეფერხებამ, ან უსაფრთხოებასთან დაკვაშირებით არსებულმა შეშფოთებამ ზოგან ვაქცინაციის კამპანია შეაფერხა, სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს ვაქცინაციის მეორე დოზისთვის, ან გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერისთვის, პირველი დოზოსგან განსხვავებულ ვაქცინას.

12 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა საშიში ტენდენცია იყო, რადგან არ არსებოდა საკმარისი მონაცემები, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მას ჯანმრთელობაზე.

14 ივლისს, ევროპულმა მარეგულირებელმა, ვაქცინების აღრევის რეკომენდაცია არ გამოსცა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა კვლავ განიხილავს, ან უკვე მიიღო ვაქცინების აღრევის გადაყვეტილება.

აშშ

  • 13 აგვისტოს, აშშ-ის მარეგულირებლებმა, იმუნოკომპრომისული ადამიანებისთვის „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ მესამე დოზის ავტორიზაცია გასცეს. იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი არ არის ის ვაქცინა, რომლითაც მიმღები მანამდე სრულად აიცრა, ნებადართულია სხვა ვაქცინით აცრა.

ბრიტანეთი

  • ბრიტანეთში სწავლობენ, როგორ იმუნურ პასუხს აჩვენებს ბავშვებში სხვადასხვა დოზაზე, სხვადასხვა ვაქცინის მიღება.
  • ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვიდრე ადამიანი „ფაიზერის“ პირველ დოზას იღებს, მეორე დოზის შესახებ გადაწყვეტილებას, მეტი მონაცემის დაგროვების შემდეგ მიიღებენ.
  • ბრიტანეთი „შეურიე და შეუთავსეს" პრინციპით, „ბუსტერი“ ვაქცინის პროგრამისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ, 10 სექტემბერს „ფაინანშალ ტაიმსი“ ავრცელებდა.

დანია

  • დანიის ინფექციური დაავადებების სახელმწიფო ინსტიტუტმა ორ აგვისტოს განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან, მეორე დოზის სახით „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის შერწყმა, „კარგ დაცვას“ უზრუნველყოფს.

გერმანია

  • სექტემბრიდან გერმანია რისკ-ჯგუფებში მყოფ მოსახლეობას, როგორიცაა პენსიონრები და სუსტი უმუნური სისტემის მქონე ადამიანები, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების გამაძლიერებელ დოზას სთავაზობს, განურჩველად იმისა, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ მანამდე სრულად აცრილი.

თურქეთი

  • იმ ადამიანებს, ვინც „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრნენ, თურქეთი ნებას რთავს „ფაიზერის“ დამატებითი დოზა მიიღონ. თურქეთის ჯანდაცვის უწყებამ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს იმ ქვეყნებში მოგზაურობას გაამარტივებს, სადაც ჩინური წარმოების ვაქცინას არ აღიარებენ.

რუსეთი

  • „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა“, 27 სექტემბერს, მცირე ზომის კლინიკური კლვევის საფუძველზე განაცხადა, რომ კვლევის მონაწილეთა უმრავლესობაში, „ასტრაზენეკასა“ და რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინების შერწყმამ ანტისხეულების ძლიერი ზრდა აჩვენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG