ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათობით ქვეყანა ამბობს, რომ თალიბანი მოქალაქეებს ავღანეთის დატოვების უფლებას მისცემს


თალიბანი ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალებას ყველა უცხოელსა და უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე ავღანელს მისცემს - ამის შესახებ ამერიკისა და ათობით სხვა ქვეყნის მიერ კვირას ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ მივიღეთ თალიბანისგან დასტური იმის შესახებ, რომ ყველა უცხოელსა და ავღანეთის მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყანაში გამგზავრების უფლება აქვს, ამის უფლებას მისცემენ, ეს დროულად და წესების ფარგლებში მოხდება", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამ განცხადების ავტორებს შორის არიან ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი და სხვები. ხელმომწერები ამბობენ, რომ ისინი განაგრძობენ შესაბამისი დოკუმენტებით იმ ავღანელთა უზრუნველყოფას, რომელთა რელოკაციაც საჭიროა.

ათასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ყოფილი მთავრობის თანამშრომლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები ავღანეთის დედაქალაქიდან ბოლო რეისებზე მოხვედრას ცდილობენ, თუმცა ევაკუაციის ოფიციალური ვადა სამშაბათს იწურება. ქვეყნიდან გამოყვანილთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, გაქცევის მსურველი ძალიან ბევრია. ადამიანის უფლებადამცველები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, შიშობენ, რომ თალიბანი პირობას არ შეასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG