ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ჩინეთის ლიდერის ვიზიტისთვის ემზადება


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკაში ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება.

სექტემბრის მეორე ნახევარში შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩამოდის. ვიზიტის სამზადისის ფარგლებში სიუზან რაისი, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პეკინში იმყოფება და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს ხვდება. მისი განცხადებით, ჩინეთის უმაღლეს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე მათ გასულ წელს არსებული უთანხმოებების შესახებ „გულწრფელად ისაუბრეს“.

პრეზიდენტი სი ძინპინი შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას დაესწრება. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკელ და ჩინელ ოფიციალურ პირებს შორის ამ ეტაპზე გამართული მოლაპარაკების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.

XS
SM
MD
LG