ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ჩინეთის ურთიერთობა


პანეტა ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს.

ლეონ პანეტა თვლის, რომ ამ სფეროში მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მათ შორის ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილებას.

ჩინეთში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი პეკინსა და ტოკიოს შორის მიმდინარე ტერიტორიულ დავას დაემთხვა. თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ლეონ პანეტამ ამგვარი განცხადება გააკეთა: „დაძაბულობის მიუხედავად ჩვენ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ეს პრობლემა დიპლომატიური და მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოგვარდეს.“

ვაშინგტონი და პეკინი ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთის სამხედრო მანევრებს ამ რეგიონში, მაგრამ ამავე დროს თანამშრომლობისთვისაც მზად არიან. ჩინელებმა ლეონ პანეტა სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიიწვიეს, ამერიკის თავდაცვის მდივანმა კი, ჩინური სამხედრო გემი 2014 წლის საზღვაო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG