ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით უსინათლო ჩინელმა დისიდენტმა ჩენ გუენჩენმა შინა პატიმრობის მიუხედავად შეძლო პეკინში ამერიკის საელჩოში მისვლა, საიდანაც ის ჩინეთის მთავრობის თანხმობით ამერიკელებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩენს ჯერ-ჯერობით არ მოუთხოვია პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში. პეკინში მყოფი ჰილარი კლინტონი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა უპრობლემოდ შეძლეს ჩენის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება პეკინში უსაფრთხოების საკითხებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე მოლაპარაკების მიზნით.

XS
SM
MD
LG