ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსინათლო ჩინელი დისიდენტი, რომელიც შინა პატიმრობიდან გაიქცა და ერთი კვირის განმავლობაში პეკინში აშშ-ის საელჩოს აფარებდა თავს, ჩინეთის დატოვებას ცდილობს, აცხადებს რა, რომ ჩინეთში მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ჩენ გუანგჩენმა "ასოშეითედ პრესთან" და სი-ენ-ენ-თან საუბრისას დასძინა, რომ აშშ-ის საელჩო მან ოთხშაბათს დატოვა, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა პეკინმა ჩენს და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიები მისცა. როგორც დისიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ხნის განმავლობაში როდესაც ჩენი თავს საელჩოს აფარებდა მისი ოჯახი გამუდმებული მუქარის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომაც ის ჩინეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

XS
SM
MD
LG