ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა მატულობს სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის


სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კირი გადაწყვეტილებას ჩინეთში ვიზიტის შეწყვეტის და სამშობლოში დაბრუნების შესახებ იღებს. ქვეყანაში შიშობენ, რომ სასაზღვრო შეტაკებები სუდანს და სამხრეთ სუდანს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება.

სამშაბათს ჩინეთის პრეზიდენტთან, ჰუ ჯინტაოსთან შეხვედრაზე სამხრეთ სუდანის ლიდერმა განაცხადა, რომ სუდანმა მის ქვეყანას „ომი გამოუცხადა“. ჩინელმა კოლეგამ ორივე ქვეყანას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად სუდანში სპეციალურ დესპანს გააგზავნის.

სუდანს და სამხრეთ სუდანს ორთაბრძოლის სასწრაფო შეწყვეტისკენ გაეროს უშიშროების საბჭოც მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG