ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ადმინისტრაციის უფროსის კანდიდატი დაასახელა


დენის მაკდონო ამ თანამდებობაზე ჯეკ ლუს შეცვლის

ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობა თავის ძველ თანმოაზრეს შესთავაზა. პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსად მთავარი მრჩეველი, დენის მაკდონო დაასახელა. მანამდე მაკდონოს თეთრ სახლში საგარეო საქმეთა მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

პრეზიდენტის განცხადებით, მაკდონო შეუცვლელი კანდიდატურაა." ის საუკეთესო მეგობარია როგორც ჩემთვის, ისე თეთრ სახლში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის" დასძინა ობამამ.

მაკდონო ამ თანამდებობაზე ჯეკ ლუს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, პრეზიდენტმა ამერიკის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.
XS
SM
MD
LG