ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხაზინის მომავალი მდივანი


მედიის ვარაუდით, ამერიკის ხაზინის უფროსად თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი ჯეკ ლუ დაინიშნება

ამერიკული მედიის განცხადებით, ამერიკის ხაზინის უფროსად თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი ჯეკ ლუ დაინიშნება. "სიენენის" ცნობით, პრეზიდენტი ობამა ხაზინის მომავალი ხელმძღვანელის ვინაობას კვირის ბოლოს დაასახელებს.

ჯეკ ლუ მენეჯმენტის და საბიუჯეტო დეპარტამენტის დირექტორი ბარაკ ობამას და ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს იყო.მან თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

2010 წელს დირექტორად დანიშვნამდე, ჯეკ ლუს სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა.მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ჯეკ ლუ ხაზინის ამჟამინდელ მდივანს - ტიმოთი გეიტნერს შეცვლის.

XS
SM
MD
LG