ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კონგრესთან ბიუჯეტზე შეთანხმდა: მთავრობა აღარ დაიხურება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბიუჯეტის თაობაზე კონგრესის ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონს მომავალ, საარჩევნო წელს მთავრობის დახურვისგან და დეფოლტის გამოცხადებისგან დაიცავს.

ამის თაობაზე ორშაბათს განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატის დემოკრატთა ლიდერმა ჩაკ შუმერმა. "მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეთანხმება შედგა" - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მისი თქმით, ეს იყო "ნამდვილი კომპრომისი", რომელიც დიდი გამარჯვება იქნება თავდაცვის სფეროსთვის და ამერიკელი ვეტერანებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG