ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული ომი


ამჟამად ავღანეთში 66 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება


ავღანეთის ომი შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული სამხედრო კონფლიქტია, რომლის დასრულება 2014 წლის შემდეგაც საეჭვოა.
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პირველ რიგში პენტაგონს ესტუმრა, რათა ამერიკის ძირითადი სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ უსაფრთხოების ღონისძიებებზე ემსჯელა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრის დროს ჰამიდ კარზაიმ მადლობა უთხრა ლეონ პანეტას ამერიკელი სამხედრობის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლის გამო.
ბატონი კარზაის განცხადებით:“ ბატონო მდივანო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ავღანეთი თქვენი დახმარებით შეძლებს საკუთარი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აღარასოდეს დაუშვებს, რომ ტერორისტებმა მისი ტერიტორია გამოიყენონ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლაში.“
შეერთებული შტატები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტებრის ტერაქტების შემდეგ შეიჭრა და ამ ომის უსწრაფესად დამთავრების იმედი ჰქონდა, თუმცა საომარი მოქმედებები უკვე 11 წელზე მეტია მიმდინარეობს და ყველაზე უფრო ძნელ პერიოდში იქ 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იბრძოდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამერიკელთა უმრავლესობას ავღანეთიან ჯარების გამოყვანა და ამ ომის დასრულება სურს.
ამერიკის ლიდერები ამტკიცებენ, რომ წარმატებას მიაღწიეს პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში და ავღანეთის არმიის გაწვრთნაში. თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება და პარტიზანები ავღანეთის გარკვეულ ტერიტორიას დღესაც აკონტროლებენ. სერიოზული კითხვები არსებობს ავღანეთის არმიის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით, როგორ გაართმევს ის თავს მეამბოხეებთან ბრძოლის ამოცანას, მას შემდეგ რაც ქვეყანას ამერიკელთა ძირითადი ძალები დატოვებენ.
გაურკვეველია ავღანეთის პოლიტიკური მომავალიც. 2014 წელს პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი, რაც ავღანეთში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯეიმს დობინის შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით:“ 2014 წლის შემდეგ ავღანეთის არმია არ დაიშლება, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები კი შეიძლება მოიშალოს პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.“
ამჟამად ავღანეთში 66 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. 2014 წლის შემდეგ ამერიკელტა სარდლობა ამ ქვეყანაში 20 000 ჯარისკაცის დატოვებას აპირებს ავღანეთის შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით.
პენტაგონის დღევანდელი შეფი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის თანადგომას უცხადებს, მაგრამ შეერთებული შტატების მომავალი თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი იქნება, რომელიც ავღანეთის ომს ეჭვის თვალით უყურებს და არ არის გამორიცხული ამ ქვეყნიდან ჯარების გამოყვანას დაუჭიროს მხარი.
მართალია პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგაც აპირებს ავღანეთში ჯარის დატოვებას და ექსტრემისტებთან ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ როგორც ექსპერტები ფიქრობენ, არაფერია გამოიცხული.
XS
SM
MD
LG