ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანზიციის პროცესი ავღანეთში


ავღანური სამხედრო ძალების შესაძლებლობა და მზაობა დღითიდღე იზრდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ნატოს ლიდერების განცხადებით, 2013 წლის შუა პერიოდში ავღანეთის სამხედრო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ოპერაციებში წამყვანი ფუნქცია დაეკისრებათ. ალიანსმა ასევე უარყო მოსარზება საფრთხის შესახებ, რომ ბოლო თავდასხმებმა შესაძლოა კოალიციის ძალების გაყვანის პროცესი შეაფერხოს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი აიაზ გული არკვევდა.

ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებმა ავღანელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი უკვე დაიწყეს, რაც ეტაპობრივად 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესპიკერმა ბრიგადის გენერალმა გიუნტერ კაცმა ქაბულში განაცხადა, რომ ტრანზიციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ავღანეთის სამხედრო ძალები ქვეყნის 34 პროვინციიდან 23-ში წამყვან როლს ასრულებენ.

„ალიანსი განაგრძობს ავღანელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარებას. 2013 წელს ტრანზიციის პროცესი უკვე ასი პროცენტით დასრულდება,“ - განაცხადა გიუნტერ კაცმა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება შიში იმის ტაობაზე, რომ ავღანელ სამხედროებს 2014 წლის შემდეგ თალიბანის წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდებათ. როგორც გიუნტერ კაცი აცხადებს, ავღანური სამხედრო ძალების შესაძლებლობა და მზაობა დღითიდღე იზრდება. მათი წარმატებაც თვალშისაცემია იმ რაიონებში, სადაც ამბოხებულები ჯერ ისევ მძლავრობენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ იმ რაიონებში სადაც ტრანზიციის პროცესი მიდის, უსაფრთოხების დონე გაზრდილია და მეამბოხეთა შეტევები შესუსტებულია. ამდენად უსაფრთხოების მხრივ ვითარება სტაბილური ხდება,“ - ამბობს გენერალი.

თუმცა, მან ასევე დაადასტურა, რომ ორშაბათს ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე ბრიტანელი ჯარისკაცი ავღანელმა სამხედრო მოსამსახურემ მოკლა.

აღსანიშნავია, რომ ავღანელი სამხედროების მიერ ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმების ფაქტები 2012 წელს გახშირდა, რის შედეგადაც ალიანსის 60 მოსამსახურე დაიღუპა. მათი უმეტესობა ამერიკელები იყვნენ.
თალიბანის მებრძოლების მტკიცებით, თავდასხმების განხორციელებაში ავღანეთის არმია და პოლიციაც მონაწილეობდა. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა აღიარებენ, რომ შიდა თავდასხმების დიდი ნაწილი შესაძლოა თალიბანთან იყოს კავშირში.
აღნიშნულმა მოვლენებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ნდობას ავღანურ ძალებსა და მათ უცხოელ კოლეგებს შორის. თუმცა ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს 2014 წლის ჯარების გაყვანის გეგმას არ ემუქრება
პარასკევს ვაშინგტონში იგეგმება შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის. ისინი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების გრძელვადიანი შეთანხმების ხელშეკრულებას განიხილავენ, რომლის თანახმადაც აშშ-ს შეიარაღებული ძალების ნაწილს უფლება ექნება, დარჩეს ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც.

თუმცა, მეამბოხები, ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან. მათ შორისაა ჰიზბ-ი-ისლამის დაჯგუფებაც გულბუდინ ჰეკმატიარის მეთურობით. როგორც დაჯგუფების წარმომადგენელმა ღაირათ ბაჰერმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა ისინი ავღანეთში ამერიკელთა ნებისმიერი ყოფნის წინააღმდეგი არიან.

„უცხო ძალების ნებისმიერი ფორმით ყოფნა ავღანელებისთვის მიუღებელია. თუკი ამერიკას სურს ავღანეთში დარჩენა, უნდა იცოდეს, რომ ომი გაგრძელდება,“ - ამბობს ბაჰერი.

მართალია, ყარზაის მთავრობა ამბოხებულებთან ურთიერთობას და შეირიგებას ცდილობს, თუმცა ყველა დაჯგუფება აცხადებს, რომ შერიგების გეგმა იქამდე ვერ განხორცილდება ვიდრე ავღანეთს უცხო ქვეყნების ძალები არ დატოვებენ.
XS
SM
MD
LG