ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი ჰილარი კლინტონს შეხვდა


სახელმწიფო მდივანმა ავღანეთის ლიდერს ვაშინგტონში უმასპინძლა

ავღანეთის პრეზიდენტ, ჰამიდ კარზაის და სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შორის შეხვედრა გაიმართა. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ კარზაისთან კლნტონმა ავღანეთიდან ამერიკული შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი განიხილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით მხარეებმა ასევე იმსჯელეს გარდამავალ პერიოდზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, რეგიონალური ინტეგრაციის საკითხზე და ავღანეთში დაგეგმილ 2014 წლის არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG