ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაის ვიზიტი ვაშინგტონში


ავღანეთის ლიდერს პრეზიდენტი ობამა მიიღებს

შეერთებულ შტატებში ავღანეთის პრეზიდენტს ელიან. ჰამიდ კარზაი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების ლიდერს ბარაკ ობამას და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ავღანეთ-ამერიკას შორის თანამშრომლობის გაგრძელების საკითხია, მას შემდეგ, რაც მომავალ წელს ავღანეთს შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი დატოვებს. საუბრები შეეხება ავღანეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ავღანეთის არმიის მომზადების დონეს და თალიბ მეამბოხეებთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს. ამჟამად ავღანეთში 68 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები 2014 წლის შემდეგ ავღანეთში 15 ათასიანი კონტიგენტის შენარჩუნებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG