ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთ-ირანის ურთიერთობები


კარზაი ქაბულში ირანის უშიშრიების საბჭოს მდივანს, საიდ ჯალილს შეხვდა

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქაბულში ირანის უშიშრიების საბჭოს მდივანს შეხვდა. ვაშინგტონში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე კარზაი საიდ ჯალილს გაესაუბრა. ქაბულში გამართული შეხვედრის დროს კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთი და ირანი მეგობარი ქვეყნები არიან და მათ ბევრი აქვთ საერთო, ენის, კულტურისა და რელიგიის ჩათვლით.
თავის მხრივ ჯალილმა დასძინა, რომ ავღანეთსა და ირანს შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, ხოლო ირანის სურვილია მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდეს.
ორ დღეში კარზაი ვაშინგტონს ესტუმრება სადაც ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება.

XS
SM
MD
LG