ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პროვინციას ამერიკული ჯარები ტოვებენ

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში
1/16 ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში
ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია
2/16 ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია
პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე სოფელი, 13 ოქტომბერი, 2012
3/16 პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე სოფელი, 13 ოქტომბერი, 2012
ბრიტანელი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში
4/16 ბრიტანელი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში
ყუნარის პროვინცია, ავღანეთი 14 სექტემბერი, 2012
5/16 ყუნარის პროვინცია, ავღანეთი 14 სექტემბერი, 2012
ჯარისკაცები ავღანეთში
6/16 ჯარისკაცები ავღანეთში
Fighters from the Amjad al-Islam brigades stand near an improvised artillery weapon in eastern al-Ghouta, near Damascus, Feb. 4, 2014.
7/16 Fighters from the Amjad al-Islam brigades stand near an improvised artillery weapon in eastern al-Ghouta, near Damascus, Feb. 4, 2014.
ავღანეთი
8/16 ავღანეთი
ავღანეთის აღმოსავლეთი
9/16 ავღანეთის აღმოსავლეთი
ავღანეთის პოლიცია თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას იძიებს; ქაბული, ავღანეთი
10/16 ავღანეთის პოლიცია თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას იძიებს; ქაბული, ავღანეთი
ავღანეთში აშშ-ის ბაზასთან გამართული მიტინგი
11/16 ავღანეთში აშშ-ის ბაზასთან გამართული მიტინგი
სავარაუდოდ, ავღანეთის დაზვერვის აგენტის მიერ მოწყობილი აფეთქება, ჰელმანდის პროვინციაში, 8 ოქტომბერი, 2012
12/16 სავარაუდოდ, ავღანეთის დაზვერვის აგენტის მიერ მოწყობილი აფეთქება, ჰელმანდის პროვინციაში, 8 ოქტომბერი, 2012
ამერიკის არმიის 25-ე ქვეითი დივიზიის ჯარისკაცი
13/16 ამერიკის არმიის 25-ე ქვეითი დივიზიის ჯარისკაცი
საზღვაო ქვეითების ჯავშანმანქანა
14/16 საზღვაო ქვეითების ჯავშანმანქანა
ყანდაარის პროვინცია, ნაღანის რაიონი
15/16 ყანდაარის პროვინცია, ნაღანის რაიონი
ავღანეთი
16/16 ავღანეთი
Previous slide
Next slide

ამერიკა ავღანეთთან დათმობაზე მიდის და ქაბულთან ახლო მდებარე პროვინციიდან ვარდაკიდან ამერიკელი სამხედროები გამოჰყავს

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სამხედრო უსაფრთხოების უფლებამოსილების საკითხების გადაცემას ნატოს და ამერიკული სამხედრო ძალების მხრიდან ავღანეთის არმიაზე. უთანხმოება ადგილზე დავას და უნდობლობას უწყობს ხელს.

„სიკვდილი ამერიკას“ ასეთი შეძახილით ასობით დემონსტრანტმა რამდენიმე ხნის წინ ქაბულის პროვინციასთან ახლოს ვარდაკში ამერიკული სამხედრო ჯარების გაყვანის მოთხოვნით დემონსტრაცია გამართა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ვარდაკიდან ამერიკელების გასვლა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ცნობილი გახდა ბრალდებების შესახებ, რომ მათზე მომუშავე ავღანელები მოსახლეობას აწამებდნენ. ჰალილულა იბრახიმხაილი ვარდაკის მცხოვრებია.

ის ამბობს რომ პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ სპეციალური ძალების წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი ვარდაკში მცხოვრები ადამიანების სახლებში შეიჭრნენ და აწამეს ისინი.

ამერიკის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ ეს ბრალდებები უარყო, შესაბამისად სპეციალური დანიშნულების ძალები ვარდაკში რჩებიან. ეს პროვინცია ქაბულთან ახლოს მდებარეობს და მისი უსაფრთხოება განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ამბოხებულთა დედაქალაქში შეჭრის პრევენციის საქმეში. შეთანხმება ვარდაკიდან ამერიკული სამხედრო ძალების ეტაპობრივად გაყვანის თაობაზე ოთხშაბათს მაინც მიიღეს. მანამდე სხვა სადავო საკითხი წამოიჭრა, როდესაც კარზაიმ ამერიკელები თალიბებთან საიდუმლო გარიგებაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით მიმდინარეობს ყოველდღიური საუბრები თალიბებს, ამერიკელებს, ევროპელებს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის.

ამ ბრალდებებმა ქაბულში ცოტა ხნის წინ ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეგელის ვიზიტი გაართულა. ერთობლივი პრესკონფერენცია კარზაიმ მოულოდნელად გააუქმა, ისევე როგორც გაუქმდა ბაგრამის ციხეზე კონტროლის ავღანელებისთვის გადაცემის პროცესი. თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო საკითხი ავღანელების მიერ უნდა იქნას ინიცირებული.

მისი განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა ის მოსაზრება, რომ ამერიკა ახლოს თანამშრომლობდა თალიბანთან და მათთან რაიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ამერიკელებსა და თალიბებს შორის მოლაპარაკებების დაწყების მონახაზი ავღანეთის სამშვიდობო პროცესის გამო გაჩნდა , რომელიც ერთი წლის წინ შეწყდა. ის ანალიტიკოსები. რომლებიც ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდნენ, ამბობენ რომ ძალიან პატარა შანსია რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო სწავლების ცენტრის წარმომადგენელი ენტონი კორდესმენი ამერიკის ხმასთან საუბრობს.

ის ამბობს, რომ ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება ნაყოფიერი და შესაძლოა კიდევ უფრო შეუწყოს ხელი დაპირისპირებასაც.

ავღანეთს ამჟამად 350 ათას კაციანი არმია ჰყავს, თუმცა არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეძლებენ ისინი ქვეყნის დაცვას. არჩევნები იქ მომავალ წელს ჩატარდება, თუმცა უსაფრთხოების და გამჭირვალობის პრობლემა მაინც არსებობს.

ენტონი კორდესმენი ამბობს რომ, უკვე ცხადია რომ ეს იქნება ძალიან დაძაბული პერიოდი. თითქოს ყველა დაძაბული ელოდება თუ რა შეიძლება მოხდეს.

ავღანეთში ამჟამად 66 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მომავალი წლისთვის სავარაუდოდ ეს რაოდენობა უნდა განახევრდეს. საბოლოო გადაწყვეტილება თუ რამდენი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში 2014 წლის ბოლოსთვის ჯერ მიღებული არ არის.
This item is part of
XS
SM
MD
LG