ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ავღანეთის დაძაბული ურთიერთობები


ურთიერთობები ჰამიდ კარზაის თქმით უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი მეგობრული სახელმწიფოს დონეზე

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარები, რომელიც აშშ-ის კრიტიკას შეიცავდა, მიმართული იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისკენ და არა მათი დანგრევისკენ.
როგორც კარზაის ადმინისტრაცია აცხადებს, პრეზიდენტმა ისაუბრა ამერიკასთან კარგი ურთიერთობების სურვილზე, თუმცა ეს ურთიერთობები ჰამიდ კარზაის თქმით უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი მეგობრული სახელმწიფოს დონეზე.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში აშშ-ის მეთაურმა, გენერალმა ჯოსეფ დანფორდმა გააფრთხილა ავღანეთში მყოფი კონტინგენტი მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, რომელიც პრეზიდენტ კარზაისთან დაპირისპირებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG