ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციის დანაკარგი


ნატო დაღუპულების ეროვნებას არ ავრცელებს

ნატოს განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკების დროს ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.

თვითმხილველთ განცხადებით, ავღანელი ჯარისკაცის ან პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ვარდაქის პროვინციაში ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცების მისამართით ცეცხლი გახსნა.

ორშაბათს ავღანეთის სამხრეთ ნაწილში შვეულმფრენი ჩამოვარდა, რასაც კოალიციის ხუთი ჯარისკაცი ემსხვერპლა. კატასტროფის მიზეზს ამჟამად ირკვევენ. ნატო დაღუპულების ეროვნებას არ ავრცელებს.
XS
SM
MD
LG