ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულ ბანკის ხელმძღვანელებს პატიმრობა მიესაჯათ


დანაშაულში მონაწილე კიდევ 20 ადამიანს შესაბამისი სასჯელი შეეფარდა

ავღანურმა სასამართლომ ავღანეთის უდიდესი ბანკის ორ ხელმძღვანელს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად 2010 წელს საბანკო მაქინაციებში მონაწილეობა ედებათ, რამაც ბანკის გაკოტრება გამოიწვია.

სამშაბათს მოსამართლე შამსულ რაჰმან შამსმა ქაბულ ბანკის ყოფილ თავმჯდომარეს სერხან ფარნუდს და ბანკის ყოფილ აღმასრულებელ ოფიცერს ხალილუია ფეროზის განაჩენი გამოუტანა. დამნაშავეებს დატაცებული თანხის ანუ 531 და 279 მილიონის უკან დაბრუნება დაეკისრათ.

დანაშაულში კიდევ 20 ადამიანი იყო ჩართული, რომლებსაც შესაბამისი სასჯელი შეეფარდათ. ყველა მათგანს აქვს უფლება სასჯელი გაასაჩივროს.
XS
SM
MD
LG