ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ავღანეთს 2014 წელს დატოვებს


ავღანეთის შემდგომი დახმარების გეგმა ჩამოყალიბების პროცესშია და მას „მტკიცე მხარდაჭერა ერქმევა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ადასტურებს, რომ ნატოს მისია 2014 წლის ბოლოს დასრულდება. ის ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. ავღანეთის მხარე მიესალმება ამ იდეას, მაგრამ ალიანსის წევრების წინაშე ამჟამად 4.1 მილიარდიდან 4.8 მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტის პრობლემა დგას.

ქაბულში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ დაგეგმილი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნის და რჩევებით დახმარების გეგმა უკვე ჩამოყალიბების პროცესშია და მას „მტკიცე მხარდაჭერა“ ერქმევა.

ავღანეთში მორიგი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს, უსაფრთხოების დარგში პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს, ავღანეთის ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფს და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გეგმავს.
XS
SM
MD
LG