ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტი მოხდა


დაღუპულთა შორისაა ავღანეთის პარლამენტის სპიკერის ოჯახის რამდენიმე წევრი

ავღანეთის განცხადებით, ოთხშაბათს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტრადიციული საცხენოსნო შეჯიბრის დროს ტერორისტულმა აფეთქებამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ავღანეთის პარლამენტის სპიკერის ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის სპიკერის მამა და ძმა. დაჭრილია შვიდი ადამიანი.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ტერორისტული აქტი. ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის აუღია, თუმცა ტაჯიკეთის საზღვარზე თალიბი მეამბოხეები გამუდმებით ახორციელებენ თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG