საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში დააკავა ხუთი ადამიანი რადიოაქტიური ურანის გაყიდვის მცდელობისას. ამის შესახებ 28 აპრილს გამოაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ ამერიკულ დოლარად აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკონკრეტა, თუ ვისთვის ცდილობდნენ დაკავებულები რადიოაქტიური ნივთიერების მიყიდვას.
პოპულარული
1