ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის დღეა


გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიო მთავრობებს მოუწოდებს შეიმუშაონ ახალი პოლიტიკა, რომელიც ქალების უკეთესად დაცვას შეუყწობს ხელს

დღეს მსოფლიო ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერომ საერთაშორისო დღედ 1999 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნებს მოუწოდებს პირნათლად შეასრულონ აღებული ვალდებულება და ყველაფერი გააკეთობ ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად. მან ასევე აღნიშნა, რომ უამრავ ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი ქალი შეურაცხყოფილი და უფლება აყრილია და ის არ არის მიჩნეული ძალადობის მსხვერპლად.

გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალების ხელშეწყობის უწყებამ ახალი ინიციატივა შემოიღო, რომელსაც „კომიტი“ ჰქვია და ის მსოფლიო მთავრობებს მოუწოდებს შეიმუშაონ ახალი პოლიტიკა, რომელიც ქალების უკეთესად დაცვას შეუყწობს ხელს.
XS
SM
MD
LG