ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ სუდანში გაერო დამატებით კონტინგენტს გააგზავნის


გაეროს ოფიციალური პირების ინფორმაციით, გასულ კვირას იქ დაწყებული ეთნიკური დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანია დაღუპული

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამხრეთ სუდანში 5500 ჯარისკაცისგან შემდგარ დამატებით სამშვიდობო კონტინგენტს აგზავნის. გაეროს ოფიციალური პირების ინფორმაციით, გასულ კვირას იქ დაწყებული ეთნიკური დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანია დაღუპული.

გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ გადაწყვეტილება მიიღო სამშვიდობო ჯარების შემადგენლობის 14 ათასამდე გაზრდის შესახებ. გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ჯარისკაცებისა და პოლიციელების სამხრეთ სუდანში გაგზავნას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამხრეთ სუდანის პრეზიდენტ სალვა კირს და ყოფილ ვიცე პრეზიდენტ რიეკ მაჩარს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG