ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტი კვლავ იმუქრება


ბაშირი სამხრეთ სუდანს მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი მილსადენის დახურვით იმუქრება, რომელსაც ნავთობი სამხრეთ სუდანიდან ჩრდილოეთ სუდანში გადააქვს.ამის მიზეზად პრეზიდენტი სამხრეთ სუდანის მიერ მეამბოხეების მხარდაჭერას ასახელებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა ორშაბათს ტელევიზიით მას შემდეგ გააკეთა, რაც სამთავრობო ძალებმა ქალაქი აბუ კერშოლა გაათავისუფლეს.

სუდანი და სამხრეთ სუდანი მარტში შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო ზონაში ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნებოდა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გამწვავდა.

აპრილში მეამბოხეებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორდოფანის ქალაქებს შუუტიეს. სუდანი აცხადებს, რომ მეამბოხეები სამხრეთ სუდანის მთავრობისგან დახმარებას იღებენ, რასაც სამხრეთ სუდანი კატეგორიულად იარყოფს.
XS
SM
MD
LG