ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს


პარლამენტის სესიის გახსნის წინ პრეზიდენტმა ბაშირმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბრძანა

სუდანის მთავრობამ ციხიდან შვიდი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. ერთი დღით ადრე სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა მათ გათავისუფლებას ხელი მოაწერა.

სამშაბათს ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი ხართუმის კობერის საპატიმროდან გამოუშვეს. ყველა მათგანი სუდანის ოპოზიციის ალიანსის წევრია.

ორშაბათს პარლამენტის სესიის გახსნის წინ პრეზიდენტმა ბაშირმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბრძანა. პრეზიდენტმა ეს ჟესტი ამბოხებულებსა და ოპოზიციის ჯგუფებთან მოლაპარაკების მცდელობის მიზნით გადადგა.
XS
SM
MD
LG