ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს


შეერთებულმა შტატებმა სუდანიდან ამერიკის მოქალაქეები ავიამზიდის რამდენიმე რეისით გამოიყვანა

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 150 ამერიკელი საზღვაო ქვეითი მზად არის იმისთვის, რათა სამხრეთ სუდანიდან შეერთებული შტატების მოქალაქეები გამოიყვანოს და სამხედრო ბაზის ნაგებობები დაიცვას.
აფრიკაში ამერიკის სამხედრო ძალების უფროსის განცხადებით, საზღვაო ქვეითთა სპეცრაზმი კუნძულ ჯიბუტზე მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ოპერაციას დაიწყებს.

მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს სამხრეთ სუდანში პრეზიდენტის და ყოფილ ვიცე პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის დაპირისპირება დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან ამერიკის მოქალაქეები ავიამზიდის რამდენიმე რეისით გამოიყვანა.
XS
SM
MD
LG