ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებული დაპირისპირება სამხრეთ სუდანში


სამხრეთ სუდანში გაეროს მისიის განცხადებით, ბრძოლა ქალაქ ბორში დღეს დილით დაიწყო

სამხრეთ სუდანში შეიარაღებული დაპირისპირებები ქვეყნის დედაქალაქიდან სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. თავდაპირველად, შეტაკებები კვირას დაიწყო, როცა მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფები ქვეყნის მთავრობის დამხობას ცდილობდნენ.

სამხრეთ სუდანში გაეროს მისიის განცხადებით, ბრძოლა ქალაქ ბორში დღეს დილით დაიწყო და რამდენიმე საათის შემდეგ ის ნაკლებად ინტენსიური გახდა. 1000-ზე მეტმა სამოქალაქო პირმა გაეროს ნაგებობას შეაფარა თავი. ბრძოლები მიმდინარეობს სამხედრო ბაზა ტორიტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
XS
SM
MD
LG