ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო აცხადებს, რომ ავღანეთში აშშ-ის თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა


გაერო აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების მწარმოებელ ობიექტებზე მიტანილ საჰაერო თავდასხმას 30 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები. გაეროს თქმით, თავდასხმა „არაკანონიერი“ იყო.

ორგანიზაციის თქმით, მსხვერპლი მაისში ფარას და ნიმროზის პროცინვიებში აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა. მაისში, შეერთებულმა შტატებმა იერიში 60-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა, სადაც ამერიკის მხარის განცხადებით, ნარკოტიკების წარმოება ხდებოდა.

ავღანეთში გაეროს მისიის მიერ დადგენილი ფაქტები, ვაშინგტონმა მალევე უარყო.

„თალიბანის მეთამფეტამინის ლაბორატორიების და მებრძოლების წინააღმდეგ ზუსტი თავდასხმა 5 მაისს გამთენიისას 2019 წელს სწორ სამიზნეებზე განხორციელდა. იერიში მიტანილ იქნა თალიბანის შემოსავლის წყაროზე, რომლითაც ის უდანაშაულო ავღანელების წინააღმდეგ განურჩეველ ძალადობას აფინანსებს“, - ნათქვამია აშშ-ის შეარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში და დამატებით დაკონკრეტებულია, რომ შეერთებულმა შტატებმა „სრულყოფილად შეისწავლა“ ობიექტები და მიმდებარე ტერიტორია, თავდასხმის განცხორციელებამდე.

თუმცა გაეროს მისია აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ობიექტებზე იმყოფებოდნენ, მებრძოლები არ არიან და აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ მსგავსი თავდასხმებისგან.

ავთანეთში, აშშ-ს ძალების მიერ ნარკოტიკების მწარმოებელ ობექტებზე შეტევები, მათი თქმით, დაჯგუფება თალიბანისთვის შემოსავლის წყაროს აღკვეთას ემსახურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG