ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო პანდემიით გამოწვეული ქაოსის დასაძლევად 35 მილიარდის მოზიდვას ცდილობს


მარკ ლოუკოკი, გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი
მარკ ლოუკოკი, გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი

გაერო 35 მილიარდი დოლარის მოზიდვას ცდილობს, რათა გაჭირვებული ქვეყნების მოწყვლად მოსახლეობას დაეხმაროს.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების ხელმძღვანელი მარკ ლოუკოკი აცხადებს, რომ კოდიდ-19-მა უდიდესი ზარალი მოუტანა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას.

„ეს უკავშირდება იმას, რომ კოვიდის პანდემიამ ქაოსი გამოიწვია მსოფლიოს ყველაზე მყიფე და მოწყვლად ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

გაეროს ინფორმაციით, 2021 წელს მსოფლიოში 235 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა დასჭირდება. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 40 პროცენტით მაღალია.

2020 წელი რთული იყო ასევე დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულთათვის. ამ წელს, კონფლიქტებს, რეკორდულად მაღალი რაოდენობის ადამიანების იძულებით გადაადგილება მოჰყვა. საკუთარი სახლის დატოვება 85 მილიონ ადამიანს მოხდა.

გაერო ამბობს, რომ გლობალურად უკიდურესი შიმშილის შემთხვევები რადიკალურად გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანა და ტერიტორია საყოველთაო შიმშილის ზღვარზეა. ყველაზე მეტად რისკის ქვეშ იემენი, ბურკინა-ფასო, სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ ნიგერია არიან.

ლოუკოკი ამბობს, რომ კოდივ-19-მა მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია და ჰუმანიტარულ დახმარებაზე მოთხოვნა გაზარდა. ის საერთაშორისო დონორებს მოუწოდებს, გაეროს დახმარების ხელი გაუწოდონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG