ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19 შიდსთან გლობალურ ბრძოლას აფერხებს


1 დეკემბერს გლობალურად შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. სხვადასხვა ორგანიზაციები ამ დღეს აივ ინფექციზე ცნობადობის გაზრდისთვის, დაავადებულთათვის მეტი მხარდაჭერის გამოსახატად და იმ ადამიანების მოსაგონებლად იყენებენ, ვინც შიდსს ემსხვერპლა.

წელს შიდსის დღე კორონავირუსის პანდემიის ფონზე აღინიშნება. გაეროს შიდსთან ბრძოლის გაერთიანებული პროგრამის (UNAIDS) მესვეურები ამბობენ, რომ კოვიდ-19-ის გამო ჯანდაცვაზე წვდომა აივ ინფექციის მქონე ადამიანებისთვის გართულებულია. ისინი ასევე ხაზს უსვამენ კიდევ ორ ძირითად პრობლემას, რაც დაავადებასთან ეფექტურ ბრძოლას ართულებს: უთანასწორობა და სტიგმა.

გაეროს შიდსთან ბრძოლის სააგენტო მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს გაზარდონ აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი. მათი თქმით, უკეთეს ჯანდაცვაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე წვდომა რომ სათანადო იყოს, კაცობრიობისთვის არამარტო შიდსის, არამედ ახალი კორონავირუსის დამარცხებაც უფრო ადვილი იქნებოდა.

გაერო ვარაუდობს, რომ მსოფლიოში წელს აივ ინფექციით 123 000-დან 293 000-მდე ახლადინფიცირებულია. შიდსით გარდაცვლილთა რიცხვი კი პანდემიის გამო 2022 წლისთვის 148 000-მდე გაიზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG