ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


ვაშინგტონი ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირის, დარწმუნებას საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობაში დიდი ხანია ცდილობს

გაეროს დიპლომატები აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაღწია შეთანხმებას ჩინეთთან, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო პროგრამების გამო საერთაშორისო სანქციები გამკაცრდება. მათივე ცნობით, ამერიკის მიერ შემუშავებული რეზოლუცია გაეროს 15-წევრიან უშიშროების საბჭოში განხილვის სტადიაშია და ხმის მიცემის პროცედურა უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამ ეტაპზე უცნობია, ახალ სანქციებზეა საუბარი, თუ არსებული სანქციების გამკაცრებაზე. ვაშინგტონი ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირის, დარწმუნებას საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობაში დიდი ხანია ცდილობს. დეკემბერში ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებული კოსმოსური რაკეტის გაშვების ექსპერიმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაგმო.
XS
SM
MD
LG