ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მოწოდება ევროკავშირისადმი


ანტონიო გუტიერესის თქმით, მიგრაციის კრიზისი ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება, რომელმაც კავშირის ერთიანობა უნდა დაამტკიცოს.

გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში ევროკავშირს „მასობრივი გადაადგილების პროგრამის“ ფარგლებში 200 ათასამდე დევნილის მიღებას სთხოვს. ანტონიო გუტიერესმა აღნიშნული განცხადება დღეს გამოაქვეყნა და პროგრამაში მონაწილეობისკენ ევროკავშირის თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა. გუტიერესის თქმით, მიგრაციის კრიზისი ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება, რომელმაც კავშირის წევრ ქვეყნებს შორი ერთობა უნდა დაამტკიცოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დღეს ლისაბონში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი დაგეგმილზე რამდენიმე ათასით მეტ დევნილს უმასპინძლებს. ლონდონი აქამდე საკუთარ თავზე 5 ათას მიგრანტზე პასუხისმგებლობას იღებდა. დევიდ კამერონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „კრიზისის მასშტაბების და ხალხის ტანჯვის“ გამო მიიღო. გერმანია ქვეყანაში 800 ათასი ადამიანის შეშვებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG