ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუმხრობელი ქვეყნების სამიტი ირანში


სამიტს გაეროს გენერალური მდივანი დაესწრება

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ირანს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს მიუმხრობელი ქვეყნების სამიტში. ამ ფონზე, ამერიკისა და ისრაელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გენერალური მდივნის მონაწილეობა ნეგატიურ სიგნალს გზავნის.

ბან კი მუნის წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ ვიზიტის შესახებ განცხადება 22 აგვისტოს გააკეთა და დასძინა, რომ გენერალური მდივანი ირანში საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებაზე და მოლოდინებზე ისაუბრებს ირანის ბირთვული პროგრამის, ტერორიზმის, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და ასევე ილაპარაკებს სირიის კრიზისზეც.

ამერიკა იტყობინება, რომ ირანი აღნიშული შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადასატანად გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG