ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული ოპოზიცია დათმობებზე არ მიდის


ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ პატიმართა გათავისუფლების წინაპირობა მათთვის „მიუღებელია“

უკრაინის ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ამნისტიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუკი ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები მათ მიერ ოკუპირებულ საჯარო უწყებებს დატოვებენ.

საკანონმდებლო ორგანოში ოთხშაბათს საღამოს მიღებულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ პატიმართა გათავისუფლების წინაპირობა მათთვის „მიუღებელია“.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეუძლოდაა და ის სამსახურში არ იმყოფება. როგორც ირკვევა, პრეზიდენტს სასუნთქი გზების მწვავე დაავადება და სიცხე აქვს. ვებგვერდი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რამდენი ხნით დატოვა სამსახური პრეზიდენტმა და აპირებს თუ არა ის მოვალეობის შესრულებას მომდევნო დღეების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG