ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში სიტუაცია კვლავ დაძაბულია


მთავრობის წარმომადგენლებთან გვიან ღამემდე გაგრძელებული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა

უკრაინის ოპოზიციამ კიევში მეიდანზე დამატებითი ბარიკადები აღმართა მას შემდეგ, რაც წუხელ მთავრობის წარმომადგენლებთან გვიან ღამემდე გაგრძელებული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა.

ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან გამართული გრძელი შეხვედრა ფუჭი გამოდგა.

„გრძელი საუბრები, მრავალ-საათიანი საუბრები არაფერზე. ახლა ვხვდები, რომ ისეთ ადამიანთან მოსალაპარაკებლად დაჯდომას, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს რომ მოგატყუოს, აზრი არ აქვს.“

კიევში დემონსტრანტებმა დამატებითი ბარიკადები მას შემდეგ აღმართეს, რაც მთავრობასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG