ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებების მესამე დღე კიევში


კიევი, 21 იანვარი

გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში ორასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნახევარზე მეტი დემონსტრანტი, დაშავდა

კიევში მესამე დღეა ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცადა, რომ უკრაინაში სიტუაცია უკონტროლო ხდება. მისი თქმით: „პოლიციის წინააღმდეგ თავდასხმები ხორციელდება მოლოტოვის კოქტეილებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ეს სახიფათო ვითარებაა. ეს ევროპული ნორმების ყველანაირი დარღვევაა.“

გუშინ, აქტივისტებმა ქვები და ბენზინის ბომბები დაუშინეს სპეცდანიშნულების პოლიციას, რომელმაც თავის მხრივ მოიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

სატელევიზიო გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დემონსტრანტების მოქემედებები დაგმო. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გუშინ განაცხადეს, რომ შეტაკებების შედეგად ორასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები ახალ კანონმდებლობას აპროტესტებენ, რომელიც კრიმინალურ და იურიდიულ ჯარიმას აწესებს საზოგადოებრივი დემონსტრაციების მონაწილეებზე და დამატებით ზღუდავს ინტერნეტსა და მას-მედიას.
XS
SM
MD
LG