ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის შესახებ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ მიზანმიმართული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ოპოზიციის მიმართ ხორციელდება.

გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ კიევში 25 დეკემბერს ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვოლის ცემის ფაქტი შემაშფოთებელია და მოუწოდა უკრაინის მთავრობას ადამიანის უფლებებს და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას პატივი სცეს.

სასტიკად ნაცემი ტატიანა ჩორნოვოლი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ არაერთი კრიტიკული სტატიის ავტორია. გუშინ საავადმყოფოში ყოფნისას მან გააკეთა განცხადება, რომ თავს რამდენიმე მამაკაცი დაესხა, რომლებმაც იძულებით ჩასვეს მანქანაში და სცემეს. ჩორნოვოლის ავტომობილში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ მომხდარი ძალადობა დააფიქსირა.
XS
SM
MD
LG