ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში დაძაბულობა გრძელდება


ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეხვდა, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნა

უკრაინაში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. სამართალდამცავებს და ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო ორივე მხარეს ათეულობით ადამიანი დაშავდა.

კიევში კვირა დღეს საპროტესტო აქციების შეზღუდვის შესახებ მიღებული ახალი კანონმდებლობის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ჩაფხუტებიანმა აქტივისტებმა, რომელთაც აირწინაღები ეკეთათ, უმცირესობაში მყოფ პოლიციელებს ქვები და ბენზინის ყუმბარები ესროლეს. სამართალდამცავებმა საპასუხოდ წყლის ჭავლთან ერთად, ხმაურიანი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.


მიტინგზე მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვიტალი კლიჩკო მომიტინგეებთან დარჩა და ძალადობის თავიდან აცილებას ცდილობდა. მას სახეში ცეცხლსაქრობი შეასხეს. მოგვიანებით კლიჩკო პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეხვდა, რომელმაც ოპოზიციის საჩივრებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
XS
SM
MD
LG