ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეუთოს" სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე აქციაზე ისაუბრეს


ვიქტორია ნულანდი: „უკრაინაში დადგა დრო, როცა ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ“

უკრაინის დიდ ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება. პარალელურად, ქვეყნის დედაქალაქში დასავლეთის დიპლომატებმა მოიყარეს თავი, რომლებიც კიევში „ეუთოს“ (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის) მორიგ სხდომაზე ჩავიდნენ.

ვიქტორია ნულანდმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც „ეუთოს“ სხდომას ესწრება, განაცხადა, რომ „უკრაინაში დადგა დრო, როცა ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იმედგაცრუება ელით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის ხელისუფლების მიერ აქციების მართვის მისამართით გამოთქმული კრიტიკა დაგმო. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი ცხადებს, რომ მისი მთავრობა დემონსტრანტებთან „დიალოგისთვის მზად არის“. თავად პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი ჩინეთში იმყოფება.

ოთხშაბათს უკრაინის სამმა ყოფილმა ლიდერმა - ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ანტისამთავრობო აქციას დაუჭირეს მხარი. მასობრივი დემონსტრაციები უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენეს, რაც მან რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით, ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შეაჩერა.
XS
SM
MD
LG