ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ოპოზიცია დაშლას არ აპირებს


აქციის მონაწილეები გრძელი და რთული გზისთვის ემზადებიან

ორი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რადიკალურად შეიცვალა კურსი და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ხელს აღარ მოაწერს თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და პოლიტიკური ასოცირების პაქტს. ევროპული ქუჩის აქციები რომელიც უკრაინაში იმართება, ახლა უკვე იანუკოვიჩის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. კიევიდან ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.

შეშის მარაგი არის. ეკლიანი მავთულხლართები ბარიკადების თავზე შემოავლეს, და ამ მასალით იზოლირებული სამხედრო კარვები გადახურეს.
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ცენტრი კარგად გამაგრებულ ბანაკს დაემსგავსა. ანტი სამთავრობო ოპოზიცია კიევში გრძელი და რთული გზისთვის მოემზადა.

ერთ-ერთი დემონსტრანტი რომანი, გრძელვადიან ბრძოლაზე საუბრობს.

სპორტული აღნაგობის რომანი რომელსაც 10 სანტიმეტრის წვერი აქვს, მუცელზე ხელს ისვამს და ამბობს, რომ იმედი აქვს მათ იმ დრომდე არ მოუწევთ იქ დარჩენა ვიდრე მისი წვერი მუცლამდე წამოიზრდება.

მისი მეგობარი, ულვაშიანი გრიგორი კოზი, უფასო კვებას, ცხელ ფუნთუშების და მწარე ფაფის დარიგებას უწევს ორგანიზებას.

გრიგორი კოზი: ჩვენ ევროპის ნაწილს წარმოვადგენთ. და გვსურს რომ ევროპული კანონებით ვიცხოვროთ.

ახლომახლო ქვები და კრამიტები იმ მიზნით მოიმარაგეს, რომ პოლიციის თავდასხმის შემთხვევაში თავი დაიცვან.

გასულ შაბათს, საპროტესტო კარავზე მომხდარი შეტაკების ვიდეო-მასალის გავრცელებას კვირას მასობრივი გამოსვლა და დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა.

ანდერს ფოგ რასმუსენი: შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო. ყველა მხარეს პროვოკაციისგან და ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ.

დემონსტრანტების მთავარი მტერი ზამთარი და ყინვაა. ათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად კიევში შეკრებილ დემონსტრანტებს რეგიონებიდან უერთდება, პრაქტიკულად მშიერია.

გამონაბოლქვის და საერთოდ კიევის ქუჩებში არსებული სიტუაციის მიუხედავად, აქციის მონაწილე მარინა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მარინა: მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგია, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის. მათ სურთ გარეთ გამოვიდნენ და ილაპარაკონ იმაზე, რაც აწუხებთ, რაზეც ფიქრობენ, ხელს აწერენ პეტიციას. შეიძლება მათ მომავლის შეცვლა შეძლონ. შეცვალონ ხელისუფლება, პრეზიდენტის შეცვლაც შეუძლიათ. და ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება.

როგორც ჩანს, უკრაინელების მოტივაცია იმდენად ძლიერია, რომ მზად არიან ცივ ზამთარს გაუძლონ.
XS
SM
MD
LG