ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი: უკრაინელებს ევროპული მომავლის გაზიარების უფლება აქვთ


სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც კიევმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა

უკრაინელებს ევროპული მომავლის გაზიარების ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა დანარჩენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს- აცხადებს ბელგიიდან მოლდოვაში ვიზიტით ჩასული შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება. მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზატორები პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვენ, რომელმაც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შეაჩერა.

„ეს ნიშნავს მომავალი შესაძლებლობებისთვის ხიდების აგებას და საკუთარი იმედებით და მიზნებით ქვეყნის მომავლის განსაზღვრას. უკრაინელ ხალხს ჩვენ იგივეს ვეუბნებით: თქვენც იმსახურებთ საკუთარი მომავლის არჩევას“ - განაცხადა ჯონ კერიმ მოლდოველების მისამართით გაკეთებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც კიევმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა და სანაცვლოდ მოლდოვაში გაემგზავრა. ოფიციალური პირების განცხადებით, „ეს ძლიერი სიგნალია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციას არჩევენ და ამ ნაბიჯით რეფორმებისადმი ერთგულებას ადასტურებენ“.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG