ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში უკრაინის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავეს


უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა მოსკოვში
უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკა მოსკოვში

რუს გამომძიებელთა განცხადებით, უკრაინის ბიბლიოთეკის დირექტორს 58 წლის ნატალია შარინას, ჩხრეკისას ე.წ. ანტირუსული პროპაგანდის შემცველი წიგნები და სხვა ტიპის მასალა უპოვეს.

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში მოქმედი უკრაინის ბიბლიოთეკის დირექტორი დააკავა. მას ბრალად ეთნიკური შუღლის გაღვივება ედება. საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 58 წლის ნატალია შარინას, რომელიც უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს, ე.წ. ანტირუსული პროპაგანდის შემცველი წიგნები და სხვა ტიპის მასალა უპოვეს. გამომძიებელთა ბრალდების მიხედვით, ის უკრაინელი აქტივისტის დმიტრო კორჩინსკის ნაწერს ავრცელებდა, რომელიც რუსეთში აკრძალულია.

უკრაინის მხარე მომხდარს აპროტესტებს. ოთხშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ნოტა გაავრცელა, რომელშიც ბიბლიოთეკის ჩხრეკა გააპროტესტა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლი ცდილობს ყველაფერ უკრაინულს „რუსოფობიის“ და „ექსტრემიზმის“ იარლიყი მიაკეროს... ამგვარი უხეში და უსაფუძვლო ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG