ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრო პოროშენკო რეფორმებზე, რუსეთსა და ნატოში წევრობაზე


უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის ხმის კორესპონდენტი მიროსლავა ღონღაძე 4 სექტემბერს, კიევში ესაუბრა.

ამერიკის ხმა: მოდით საერთაშორისო დახმარებაზე გვითხარით, რას ითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან?

პეტრო პოროშენკო:

ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს განსაკუთრებულს, მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობა პრო-უკრაინულ კოალიციაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ აგრესორი-რუსეთი, რომელიმე ქვეყანას ამ სოლიდარულ ერთობას ჩამოაშორებს, ძალისხმევა შენელდება და დასუსტდება. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის კი არ ვიბრძვით უკრაინაში, არამედ ჩვენ თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით, დემოკრატიისთვის, და მე ვადასტურებ რომ მთავარი პასუხისმგებლობაა მინსკის შეთანხმების განხორციელება, ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენს მძევლებზე ზრუნვა. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ რუსეთმა გლობალური უსაფრთხოების სისტემა ყირიმში განხორციელებული ქმედებით შეარყია, ამ სისტემის ნგრევა იყო ამ ომის შედეგი. ახლა კი ჩვენ ვიმსახურებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობასა და რწმენას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გადამწვეტია ერთობა, რომლითაც აგრესიას დავუპირისპირდებით.

ამერიკის ხმა: ომის მიმდინარეობის პარალელურად, ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდით და რას გვეტყოდით რეფორმების შესახებ?

პეტრო პოროშენკო: ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების ნდობას ვიმსახურებთ. მივაღწიეთ ძალიან ბევრს ამ დროში. ცხრა თვეზე ნაკლებ დროში გვყავს ახლი საპარლამენტო კოალიცია, შევქმენით ჯარი, შევაჩერეთ კონტინენტზე ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა, დავიწყეთ პოლიციის რეფორმა და აქტიური პროგრამა, თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განვავითარეთ პროგრამების იმპლემენტაციის პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი, შევამცირეთ ბიუჯეტის დეფიციტი, გადავდგით მრავალი ანტი-კორუფციული ნაბიჯი, პროკურორების ახალი ოფისი შევქმენით, და სახელმწიფო მანქანა ბევრად უფრო ეფექტური გავხადეთ, რესტრუქტურიზაცია მოვუხდინეთ ჩვენს ვალს, სხვანაირად ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობა მოვიპოვოთ ამ რეფორმებში. ეს ადვილი არ იყო მაშინ, როცა უსაფრთხოებაზე ამდენი დანახარჯი გვქონდა და მაინც შევძელით საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. პროგრესი ნამდვილად გვაქვს.

ამერიკის ხმა: საერთაშორისო პარტნიორების განწყობას თუ გრძნობთ უკრაინის ნატოში და ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, ემზადებით ნატოში წევრობისთვის თუ ამაზე ფიქრი ნაადრევია?

პეტრო პოროშენკო:

2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ ნატოს კარი უკრაინისთვის ღია იყო, საჭირო იყო არა დაკაკუნება ამ კარზე, არამედ რეფორმების გატარება. ჩვენ ერთი რამ აშკარად შევცვალეთ: ეს არის მენტალობა, ხალხის განწყობა, გამოკითხული მოსახლეობის 50 % ახლა მხარს უჭერს ალიანსში წევრობას, ეს უპრეცედენტოა. აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირში წევრობას მსგავსი კრიტერიუმები აქვს. მაგრამ სამხედრო ალიანსში ჩვენ წევრობის კრიტერიუმს ახლა რა თქმა უნდა არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ მე აუცილებლად გავაკეთებ გაწევრიანებაზე განაცხადს რეფერენდუმის შემდეგ. ჯერ უკრაინას მშვიდობა უნდა მოვუტანოთ, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ამერიკის ხმა: ე.წ. მალაიზიის ტრიბუნალის შექმნა ვერ მოხერხდა უშიშროების საბჭოს სესიაზე, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ეს მოხდება?

პეტრო პოროშენკო: იმედი მაქვს ასე იქნება. უსამართლობაა ინდონეზიის ავიახაების 298 დაღუპული ადამიანის ხსოვნის უპატივცემულობა, იმათი უგულვებელყოფა, ვინც ტერორისტული რაკეტის გასროლის შედეგად დაიღუპა. გამოძიებამ დამნაშავეები უნდა გამოავლინოს. უკრაინა, ამ რეზოლუციის სხვა ავტორებთან-ავსტრალიასთან, ჰოლანდიასთან და მალაიზიასთან ერთად, ითხოვს მალაიზიური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც გამოიძიებს დანაშაულს და დამნაშავეებს საზღაურს მიუზღავს.მხოლოდ ერთი ქვეყანა, აგრესორი, ვეტოს უფლებას იყენებს და ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვექნება სრული შეფასება იმ გამოძიებაზე, რომელიც ჰოლანდიელებმა მოამზადეს ამ ავიაკატასტროფის ირგვლივ. მინდა განვაცხადო, რომ ამ გამოძიებას მთელი მსოფლიო უნდა ენდოს.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად?

პეტრო პოროშენკო:

ვფიქრობ რუსეთი უნდა დარჩეს ამ ორგანოში, რადგან ეს ერთერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის ქვეყანაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას ვეტოს უფლება უნდა წაერთვას იმ ქმედებებისთვის, რომელსაც ის აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს.

XS
SM
MD
LG