ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელები მთავრობით უკმაყოფილო არიან


სამართლებრივი რეფორმების გატარების ტემპით და კორუფციის დაძლევისადმი მიმართული ძალისხმევით ძალიან ცოტა უკრაინელია კმაყოფილი.

ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელები საკუთარი მთავრობით უკმაყოფილონი არიან. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამართლის რეფორმის გატარების ტემპით და კორუფციის დაძლევისადმი მიმართული ძალისხმევით ძალიან ცოტა უკრაინელი არის კმაყოფილი.

გამოკითხვა ვაშინგტონში დაფუძნებულმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა სექტემბერში ჩააატარა. 1994წლიდან ეს ფონდი უკრაინაში გამოკითხვებს მუდმივად ატარებს.

გამოკითხვამ აღმოაჩინა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ შვიდი პროცენტი გრძნობს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რაიმე შედეგს იძლევა. მხოლოდ ექვსი პროცენტი ფიქრობს, რომ იურიდიულ და სამართლებრივ სფეროში გატარებული რეფორმები წარმატებულია.

ამ ფონდის წარმომადგენელი რაკეშ შარმა ამბობს:

„ხალხი არ ფიქრობს, რომ მაიდანზე დაპირებული რეფორმები შესრულდა“.

უკრაინელები „მესამე მაიდნისთვის“ მზად არ არიან, ამბობს რაკეშ შარმა, და გულისხმობს მასობრივი დემონსტრაციების ტალღას, რომელიც 2004 წელს დაიწყო. ყველაზე ბოლო პროტესტმა ვიქტორ იანუკოვიჩის, ქვეყნის პრო-რუსი პრეზიდენტის გაძევება გამოიწვია.

„ხალხის უმრავლესობა, თითქმის 70 პროცენტი, ამბობს, რომ მაიდნის სულისკვეთების აღსრულება მხოლოდ ისეთი ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება შესაძლებელი, რომელიც უკრაინის სტატუს-ქვოსთან მჭიდროდ არ არის მიბმული.“

ვეინ მერი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოდან გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ მთავრობა თუ რეფორმებს ვერ გაატარებს, უკრაინელებმა შესაძლოა შეიცვალონ შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ მათი ქვეყანა რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს.

„თუ უკრაინელი ხალხი აღმოაჩენს, რომ საკუთარი პოლიტიკოსების ახალი თაობით საფუძვლიანად არის გაწბილებული და მას არც ევროპასთან დაკავშირებული მოლოდინები გაუცრუვდა, არავინ უნდა მოელოდეს, რომ მეორე მაიდნის შედეგების შეცვლა შეუძლებელია.“

ბოლო გამოკითხვა ქვეყნის ყველა ნაწილში ჩატარდა, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთი ნაწილის გარდა. ყირიმის ანექსია რუსეთმა გასულ წელს მოახდინა, უკრაინის აღმოსავლეთი კი სეპარატისტების კონტროლქვეშაა.

XS
SM
MD
LG