ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა გადადგომა გამოაცხადა


თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა აივარას აბრომავიჩიუსმა და პოლიტიკური ზეწოლისა და კოფუფციის მიზეზები დაიმოწმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება სისტემატურად ბლოკავდა მის სარეფორმო ძალისხმევას.

" მე და ჩემს გუნდს არანაირი სურვილი არ გვაქვს კორუფციის მფარველებს ვემსახუროთ ან იმათ მარიონეტებად მოვიაზრებოდეთ ვინც, 'ძველი' მთავრობის მსგავსად, საჯარო ფინანსებს აკონტროლებს"-თქვა მან.

ლიტველი აბრომავიჩიუსი აცხადებს, რომ უკრაინას ძალაუფლების სრული გადატვირთვა ესაჭიროება. მან დასძინა, რომ უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა არამხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამსახურებაა, არამედ ბოლო 20 წლის მანძილზე რეფორმების ტოტალური არარსებობის შედეგი.

უცხოელმა დიპლომატებმა, მათ შორის ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩებმა, ღია წერილში აღნიშნეს, რომ "ძალიან იმედგაცრუებული" არიან აბრომავიჩიუსის გადადგომის გადაწყვეტილებით.

XS
SM
MD
LG