ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება დაიწყო ამერიკის ყოფილ ელჩზე უკრაინაში


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაიწყო მუშაობა. საქმე ეხება ამერიკის ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე, სავარაუდო თვალთვალის დაწესებას. ამ საქმეზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლევ პარნასმა, დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის თანაშემწემ თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იცოდა იმ ზეწოლის შესახებ, რაც უკრაინაზე ხორციელდებოდა. პარნასი გულისხმობდა იმ გამოძიებებს, რომელიც უკარაინას უნდა ჩაეტარებინა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის თაობაზე.

ტრამპმა "ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა" თქვა ტელეკომპანია MSNBC-ისთან ინტერვიუში ლევ პარნასმა.

"ნიუ-იორკ თაიმსმა" კი პარნასის შემდეგი ციტატა მოიყვანა: "თავს დავდებ, რომ ტრამპმა ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა, რასაც რუდი ჯულიანი აკეთებდა უკრაინაში".

დონალდ ტრამპი უარყოფს ჯულიანის უკრაინაში გაგზავნას და მის მოწინააღმდეგეზე, ჯო ბაიდენზე კომპრომატების შეგროვების დავალების მიცემას.

თუმცა, პარნასმა თქვა : "ტრამპმა იცოდა ჩემი ყველა მოქმედების შესახებ... არაფერს გავაკეთებდი რუდი ჯულიანის, ან პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე", თქვა პარნასმა.

პარნასის განცხადებით, მისი საქმე იყო ჯულიანისთან ერთად შეხვედროდა მაღალი თანამდებობის უკრაინელებს და მოეძებნა კომპრომატები ჯო ბაიდენსა და მის შვილ - ჰანტერ ბაიდენზე. ეს უკანასკნელი უკრაინულ გაზის კომპანია "ბურისმაში" გასულ წლამდე მმართველი საბჭოს წევრი იყო.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება შეუჩერა და შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბარში მიანიშნა, რომ ბაიდენების საქმის გამოძიება დაეწყო. სწორედ ეს ბრალდებები გახდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი, რომელსაც მხარი წარმომადგენელთა პალატამ დეკემბერში დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG